„მიუზიკბოქსზე“ გადაცემა „Fashion Time“-მა სეზონი გახსნა. გადაცემის ახალი წამყვანია ნინუცა როსტიაშვილი ცნობილ ქართველ დიზაინერს, ავთანდილს ესტუმრა, რომელმაც მას საკუთარი ახალი კოლექცია დაათვალიერებინა. მათ შორისაა სრულიად განსხვავებული სამოსი, რომელიც ინდიციდუალურობას შეგმატებთ.
დიზაინერი გადაცემასთან საუბრისას ამბობს: „ავთანდილი 73“ უფრო მიყვარს, ვიდრე პირველი ხაზი. ეს ჩემი სიამაყეა.
გამხდარ გოგონებს ეშინიათ დავარდნილი ქსოვილისგან შეკერილი, ცოტა მოზრდილი ტიპის კაბების ჩაცმის, მაგრამ სპორტულ ფეხსაცმელთან და ჯინსის ქურთუკთან შეხამებული, ძალიან კარგია. ეს ჯინსის ქურთუკი თითქოს ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ ჩვენი ხაზის ქურთუკს ქამარი აქვს და ამით არის განსხვავებული“.
წამყვანის კითხვაზე, როგორ შეიძლება გადავასხვაფეროთ ძველი ტანსაცმელი, დიზაინერი პასუხობს – „აიღეთ ფოჩები, დაამაგრეთ თასმებზე და უკვე სხვანაირი ხართ!..“
ავთანდილი ფიქრობს, რომ ჭრელი ნაწარმი საკმაოდ მოთხოვნადია, შესაბამისად, ქართველები შავ ფერს ნელ-ნელა ემშვიდობებიან.
რაც შეეხება იმას, ერევა თუ არა საკუთარი ცოლ-შვილის ჩაცმულობაში, ამ კითხვაზე ავთანდილი შემდეგნაირად პასუხობს: „ნაწილობრივ. ანასტასიას ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს და ხშირად იცის, რა რას უხდება. ალბათ, როცა ბავშვობიდან დებ მასში ამას, ეჩვევა. თანაც, კარგად ხატავს და ფერთა გამაში კარგად ერკვევა“.