LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რის საფუძველზე დააკავეს არ ვიცი – ვაფშე არანაირი მტკიცებულება არ არის“ – ძაღლზე მოძალადე კაცის ადვოკატი

287
სულეიმან ისმაილოვი

„ვაფშე არანაირი მტკიცებულება არ არის, სასამართლო ალბათ აღკვეთს არ გამოიყენებს “, – ამის შესახებ ძაღლზე მოძალადე კაცის ადვოკატმა განაცხადა.

მოძალადე მამაკაცის ადვოკატის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელმაც მარნეულში ძაღლი ცემით მოკლა, ბრალს არ აღიარებს.

„ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია“ – მარნეულში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

„ქათმები შეჭამა, ძროხაც დაკბინა, ჩემი შვილი ძალიან გამწარდა  და ასე სცემა - ბრალი დასდეს თითქოს მეხუთე კლასელზე იძალადა, ეს ტყუილია“ – ძაღლზე მოძალადე კაცის დედა

„ახლა გამოააშკარავეს, ჩემი შვილი გუშინ წინ მოტყუებით გაიყვანეს ხევში და დაახლოებით 5-მა პირმა სასტიკად სცემა.“

„ვაფშე არანაირი მტკიცებულება არ არის. არა, ვერ იმასშვებოდნენ და რაღაცნაირად ახლა გააკეთეს.

არ ვიცი, რის საფუძველზე დააკავეს, სასამართლოზე ეს კაცი ნებაყოფლობით გამოცხადდა და სასამართლო ალბათ აღკვეთ ღონისძიებას არ გამოიყენებს. როგორ შეიძლება აღიარება“. – განაცხადა „მთავარ არხთან“ ადვოკატმა, სულეიმან ისმაილოვმა.

ინფორმაციისთვის, ძაღლზე სასტიკი ძალადობის ფაქტი, რამაც ცხოველი დაღუპვამდე მიიყვანა, მარნეულში 6 დეკემბერს მოხდა.

ძაღლზე ძალადობის გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბრალდებული არიფ გოიუშოვი სამართალდამცველებმა 9 იანვარს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა.

„დღეს თუ ცხოველს ასე აწამებ, ხვალ შეიძლება ადამიანიც ასე მარტივად მოკლა“ – ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცი, რომელიც ძაღლზე ძალადობისთვის დააკავეს, 13 წლის მოზარდის სექსუალურ შევიწროებაშიც არის მხილებული