გინდათ რჩევა, როგორ გახდეთ ერთ ღამეში მილიონერი? აიღეთ თქვენი მილიარდები და სცადეთ ახალი ავიაკომპანიის შექმნა
ეს სიტყვები ცნობილ ბრიტანელ ბიზნესმენს, კორპორაცია Virgin Group-ის დამაარსებელ რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნის, რომლის დღევანდელი ქონებაც 5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ეს კორპორაცია სხვადასხვა მიმართულებებს, მათ შორის ავია და სარკინიგზო კომპანიებს აერთიანებს.
რთული დასაჯერებელია, რომ მართლაც ასეთი წამგებიანია ავიაკომპანიის ფლობა, თუმცა ავიაკომპანიის შექმნისთვის მართლაც მილიარდებია საჭირო – რაც უფრო მეტს გაიღებთ, მით უფრო დიდი კონკურენციის გაწევას შეძლებთ. ეს კი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ხარჯზე შეგვიძლია ვთქვათ. რომელთა ბილეთების ფასი, კლასიკური ავიაკომპანიის ფასებისგან მკვეთრად განსხვავდება.
საქართველოში Wizz air-ის შემოსვლამდე იაფი მგზავრობა შეუძლებელი იყო. როდესაც ეს კომპანია ქართულ რეალობაში გამოჩნდა, ბევრს გაუჩნდა ეჭვები ბილეთების ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ვინც ხშირად მოგზაურობს, ზუსტად იცის, რომ 39 ლარად ფრენა არა მითი, არამედ რეალობაა.
თუმცა, ამ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან ერთად არსებობს, კლასიკური ავიაკომპანიები, სტანდარტულად მაღალი ფასებით და ასევე სტანდარტული მომსახურებით.
რის ხარჯზე ვაკეთებთ ეკონომიას?
ამის გამო, ხშირად ჩნდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ავიაკომპანიები ფასებს უსაფრთხოების ხარჯზე ამცირებენ.თუმცა ერთადერთი სწორედ უსაფრთხოებაა, სადაც დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ეკონომიას არ აკეთებენ.
ზოგადად, ბილეთების ფასს, წყვილი რეისის საექსპლუატაციო ხარჯები განაპირობებს.(საამორტიზაციო ხარჯები ან მისი ლიზინგის ხარჯები, ტექნიკური მომსახურება, საფრენოსნო შემადგენლობის ხელფასები, სანავიგაციო ხარჯები, რეისის აფრენა დაჯდომის ხარჯები, საწვავის ხარჯები, მომსახურების ხარჯები (კვება და ა.შ.), მიწისზედა ინფრასტურქტურის ხარჯები, კომერციული დატვირთვის მომსახურება და ასევე, დაზღვევის ხარჯები)
როგორ ახერხებენ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები ავიაბილეთების დაბალ ფასად გაყიდვას და რის ხარჯზე ამცირებენ ისინი თვითღირებულებას, ამასთან დაკავშირებით „ფორტუნა“ საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორ იური სუხიტაშვილს ესაუბრა.
როგორც მან “ფორტუნასთან” განაცხადა, პირველ რიგში ფრენების დაბალ ფასს განაპირობებს, ის რომ ამ ფასში მხოლოდ A პუნქტიდან B პუნქტამდე მიყვანა შედის და არანაირი დამატებითი მომსახურება ან კომფორტი.
რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკე იხდით კვების, ბარგის გადატანის და სხვა მომსახურების ხარჯებს.
ბარგისა და სხვა სერვისების არჩევითობის, ასევე ბიზნესკლასის არარსებობის გამო, თვითმფრინავში უფრი მეტი სავარძელია, ამიტომ კომპანიას ერთი მგზავრის გადაყვანა უფრო ნაკლები უჯდება.
კლასიკურ ავიაკომპანიებს კი ეს ხარჯებიც და მომსახურებაც ყველა მგზავრზე ერთნაირი აქვთ.
პროფესორ იური სუხიტაშვილის განცხადებით, ბილეთს ისიც აიაფებს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იყენებენ მომსახურების სიმარტივითა და დაბალი ტარიფებით გამორჩეულ აეროპორტებს.
ასევე, ასეთი დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფლოტში ერთი ტიპის თვითმფრინავებია. ბაზა კი მუდმივად ახლდება. ასეთი ავიაკომპანიები ეკონომიური ძრავებით აღჭურვილ ავიახომალდებით ახორციელებენ ფრენებს, რაც ბაზის შენარჩუნების ხარჯებს ამცირებს.
(მაგ: Wizz Air-ის ფლოტი ახალი, ერთი ტიპის Airbus-ებისგან შეგება და A320 ოჯახს აერთიანებს, მათ შორის, A320-ებსა და A321ceo-ს.)
ფრაზა, რომ ფასი განაპირობებს ხარისხს ამ შემთხვევაშიც მართალია, თუმცა ახლა შეგიძლია თამამად იმოგზაუროთ იაფფასიანი ბილეთით, სტრესის გარეშე და იცოდეთ რის ხარჯზე აკეთებთ ეკონომიას.
რატომ ვერ ახერხებს ქართული ავიაკომპანიები იმავეს ?
დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ძალიან დიდი საწყისი კაპიტალი ესაჭიროებათ იმისთვის, რომ თვითმფრინავის „გადაწყობა“ მოახერხონ. სწორედ სტარტაპ კაპიტალის სიმცირეა იმის მიზეზი, რომ ქართული კომპანიები მგზავრებს ასეთ მომსახურებას და ფასებს ვერ შესთავაზებს.
ასევე, არის ავიაკომპანიები, რომლებიც უბრალოდ კლასიკურ მიდგომას ირჩევენ, სთავაზობენ მგზავრს სტანდარტულ მომსახურებასა და ფასებს, ასევე არ აგდებენ ხარისხს და შესაბამისად არც ფასებს.
ეჭვები იმის შესახებ, რომ დაბალფასიანი ავიაკომპანიები მომსახურებას ან საკუთარი მოგების ხარჯის შემცირებით ან უსაფრთხოების ხარჯზე გვთავაზობენ უსაფუძვლოა. უსაფრთხოება პირველ რიგში უნდა გამორიცხოთ, ხოლო მოგება ავიაკომპანიებს ისედაც საკმაოდ მცირე აქვთ, ასე რომ მისი შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ფორტუნა“ გთავაზობთ 7 რჩევას იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იფრინოთ სხვადასხვა მიმართულებით.
თამთა უთურგაშვილი