LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო იქნება მშფოთვარე და დაძაბული აგვისტოს თვე: „20 აგვისტოს შემდეგ დაიწყება დიდი ცვლილებების პერიოდი…“

560
მიშა ფორტუნა

ასტროლოგი მიშა ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ განმარტავს, რატომ იქნება ასტროლოგიური თვალსაზრისით მძიმე აგვისტოს თვე და რა ცვლილებებია მოსალოდნელი ამ თვის ბოლოს:

„წლევანდელი აგვისტოს უმეტესი პერიოდი საკმაოდ დაძაბული, ორაზროვანი და მშფოთვარე იქნება. დედამიწის ბიოსფერო განსაკუთრებით რთულ და უკიდურესად დისჰარმონიულ ზონაში პირველ და მეორე დეკადაში აღმოჩნდება. ამ დროს ნეგატიური მოვლენები იმდენად მოულოდნელად წარმოიქმნება, რომ პრაქტიკულად უკონტროლოდ განვითარდება. დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ თვის ბოლო დღეებიდან დაიწყება მასშტაბური პოზიტიური გარდაქმნები სხვადასხვა დონეზე და სფეროებში. სასურველია, აგვისტო მაქსიმალურად მშვიდად და მინიმალური დანაკარგებით გავიაროთ… 20 აგვისტოს შემდეგ დაიწყება დიდი ცვლილებების პერიოდი…

4 აგვისტოს შემდგომ პლანეტა მერკური გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში, თუმცა 11 აგვისტოს პლანეტა ვენერა დატოვებს ცეცხლოვან ლომს და სასიკეთო წამოწყებების უმეტესობა დროებით დამუხრუჭდება. ამის გამო მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების უმეტესობას სასწრაფოდ დასჭირდება გადახედვა, კორექტირება, შეცვლა…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები