Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რის გამო აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით – ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით – ირმა ნადირაშვილი თეა წულუკიანს

103
nadirash

“თქვენ პატივი უნდა გეცათ საზოგადოებისთვის და განგემარტათ, რის გამო გვემუქრებოდით და აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით,”- ასე მიმართა პარლამენტში “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ირმა ნადირაშვილმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრი არ გადამდგარა მაშინ, როცა “სასამართლო რეფორმა ჩააფლავა ან სტრასბურგში სია ჩაუვარდათ მოსამართლეების”. ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ რადგან იუსტიციის მინისტრმა ღია ეთერი გამოიყენა და “პირდაპირი შანტაჟი” დაიწყო, რაღაც სერიოზული მოხდა.

“მე მაინტერესებს როცა თქვენ დრო იშოვეთ და ჩათვალეთ რომ ივანიშვილი არ იყო სახარბიელო მდგომარეობაში უმრავლესობაში მიმდინარე პროცესების გამო და დაიწყეთ პრემიერმინისტრის შანტაჟი, რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ საზოგადოება ჩაგეყენებინათ საქმის კურსში და მიგეწოდებინათ ინფორმაცია, რატომ იმუქრებოდით დემარშით? უნდა განგემარტათ რის გამო გვემუქრებოდით და აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით. მე ვფიქრობ, რომ თქვენ გეგეშიძისგან განსხვავდებით და არ ფიქრობთ, რომ ეს საქმეები ოჯახში უნდა მოაგვაროთ. სამწუხაროდ, გეგეშიძესავით მოიქეცით და ეს არის უპატივცემულობა, როცა საზოგადოებას მიზეზები არ განუმარტეთ,”- აღნიშნავს ირმა ნადირაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები