LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

RIP Vogue: თაყვანისმცემლების აზრით, ჟურნალი კარდაშიანების ოჯახს ”მიეყიდა”

49

ამერიკული Vogue-ის სექტემბრის ნომრის გარეკანი, ტრადიციულად წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება. სწორედ ამიტომ, გამოიწვია მოდური გამოცემის თაყვანისმცემლების უკმაყოფილება 20 წლის კენდალ ჯენერის ჟურნალის გარეკანზე გამოჩენამ.

საკუთარი აღშფოთება მათ სოციალურ ქსელში, ჰეშტეგით # RIPVogue გამოთქვეს და გამოცემის მთავარი რედაქტორი – ანა ვინტური კარდაშიანების ოჯახისგან ფულის აღებაში დაადანაშაულეს.

განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ჟურნალის თაყვანისმცემლებისთვის ფოტოზე მოთავსებული წარწერა: ”სახე, რომელსაც მილიონობით ლაიკი აქვს” აღმოჩნდა. ”ჯენერს ლაიკების მიღების მეტი არაფერი შეუძლია. მას არც ნიჭი აქვს, არც მუშაობა შეუძლია”, – აღნიშნეს ჟურნალის აღშფოთებულმა მკითხველებმა.

9

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები