LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიოს ოლიმპიური ყურე კატასტროფულ მდგომარეობაშია: ფული არ არის (ფოტოები)

93

ნახეთ როგორ გამოიყურება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური ყურე, რომლის გასაწმენდად 4 მილიარდი დოლარია საჭირო.

გუანაბარამ უნდა უმასპინძლოს შეჯიბრებებს აფროსნობაში, ტრიატლონსა და ცურვაში.

რიოს გარემოს დაცვის მინისტრმა ანდრე კორეამ განაცხადა, რომ შტატის ბიუჯეტში გასუფთავებისთვის საჭირო 4 მილიარდი არ მოიძებნება. თუმცა ყურედან შეჯიბრებების გადატანაზეც არავინ ფიქრობს.

2014 წლის ნოემბერში რიოს სანაპიროზე ათასობით მკვდარი თევზი გამოირიყა. ეკოლოგიურ სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ყურეში ხვდება ფაველების ჩამდინარე წყალი, ხოლო მიმდებარე ტერიტორია აურაცხელი ოდენობის ნაგვითაა დაფარული. თუმცა, კორეამ ისისც აღნიშნა, რომ წყალსაცავის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მთავარია ნარჩენები შეჯიბრებების მარშრუტზე არ მოხვდეს.

იალქნიანი სპორტის საერთაშორისო ფედერაციის გენდირექტორმა პიტერ სოურიმ შეთავაზა სტარტი კურორტ ბუზიოს სანაპიროებთან გადაეტანათ, მაგრამ ამ იდეას სატელევიზიო გამოსახულების გამო უარი ეთქვა, თავად ჩინოვნიკი კი აიძულეს გადამდგარიყო.

შეგახსენებთ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 5-და 21 აგვისტომდე რიო დე ჟანეიროში გაიმართება.

 

 

 

1787213 1787215 1787216-37741611-2560-1440 1787204 1787206 1787207 1787210 1787212

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები