ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცის ცხედარი ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
გარდაცვლილი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.