LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რიონის ხეობის მცველებმა” იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს

67
Untitled design

“რიონის ხეობის მცველებმა” საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს.

“რესპუბლიკის მოედანზე” შეკრებილმა აქტივისტებმა მშრალი ხიდის მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება, ცოტა ხნის წინ კი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, სადაც ამ წუთებში, შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობაც.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, სკანდირებენ “გამოდი”, “გამოდი” და საზოგადოებას მიმართავენ, აქციას შეუერთდნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო სწორედ იუსტიციის სახლშია განთავსებული.

 

გუშინ “რესპუბლიკის მოედანზე” გამართული მასშტაბური აქციის დროს მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და თქვეს, რომ დროს დღეს 12:00 საათამდე აძლევდნენ.

დღეს აქტივისტები კვლავ შეიკრიბნენ და მას შემდეგ, რაც აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრა შესთავაზა, აქციის მონაწილეებმა მსვლელობა დაიწყეს.

 

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს: კუჭავა “ნამახვანჰესისი” აქციის მონაწილეებზე