სოფელ ტვიშში „რიონის ხეობის მცველებსა“ და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეები კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებს სამშენებლო ტერიტორიისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დაპირისპირება ხეობაში კომპანია „ენკასთვის“ საწვავის შეტანას მოჰყვა.
„კომპანია უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ვეღარ მუშაობს, იქიდან გამომდინარე, რომ საწვავი აღარ აქვს. ხეობაში ყველა შესასვლელი გადაკეტილი გვაქვს. დღეს ტვიშის მხრიდან, ანუ, სადაც ჩვენი ადამიანური ნაკლები რესურსია განაწილებული დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების შემოსვლა მოხდა.
დაპირისპირება იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ დაპირისპირების შედეგად ხეობაში ერთი ავზი საწვავი შემოიტანეს ,“- განაცხადა „რიონის ხეობის მცველმა“ და მოძრაობის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.