რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე მდ. რიონი ადიდდა და გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე.
უწყების ცნობით, ამის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.