LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთზე ახალ გვირაბებს გაიყვანენ

106

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე ახალ გვირაბებს გაიყვანენ. ამ საკითხზე მუშაობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე დაიწყო და ახლა პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. როგორც ”ფორტუნას” დეპარტამენტში განუცხადეს, პროექტი ითვალისწინებს რიკოთის ქედის უღელტეხილზე დამატებითი გვირაბების გაყვანას, არსებულთან ახლოს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ორივე გვირაბში შესაძლებელი იქნება ორზოლიანი, ცალმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა.

პროექტის განხილვა 10 მარტს არის ჩანიშნული. დაგეგმილია 4-ზოლიანი, ორმაგი სავალი ნაწილი გზის გაყვანა ჩუმათელეთიდან სოფელ ხევამდე.

გზის მშენებლობის დაფინანსებისთვის, მოლაპარაკებები ხუთ დონორთან მიმდინარეობს, მათ შორის, მსოფლიო ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები