LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის უღელტეხილზე და ბათუმის მიმართულებით შეზღუდვები მოიხსნა

29

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, რიკოთის უღელტეხილზე (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზაზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა   თავისუფალია.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა ბობოყვათი–ბათუმის მონაკვეთზე და  ამ მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვა რჩება მხოლოდ ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:

  • ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;
  • მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ნაქერალას უღელტეხილზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე;
  • მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.

ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები