LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის უღელტეხილის პროექტირება იწყება

19

რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს, – მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება

.
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონ დოლარს შეადგენს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

„ეს არის, როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზა, ასევე, მას აქვს სატრანზიტო ფუნქცია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვის. ეს ჩვენი სივრცითი განვითარების გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია და მიხარია, რომ ამ პროექტებში წინ კარგი სიჩქარით მივიწევთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები