LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა

220
1

რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისაშორაპანის მონაკვეთზე ორი ახალი გვირაბი გაიჭრა – სოფ. უბისასთან და განთიადთან. მათი სიგრძე 346.5 მეტრი და 223 მეტრია.

პროექტის ფარგლებში, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ხიდებისა და გვირაბების სამშენებლო სამუშაოები. უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სულ 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 30 გვირაბზე და 39 ხიდზე მიმდინარეობს. რიკოთის უღელტეხილზე, ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას შეამცირებს მანძილს 30 კილომეტრით, ხოლო მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები