რიკოთის გვირაბიდან ზესტაფონის შესასვლელამდე გზა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბრეშუმის გზის ფორუმზე განუცხადა.
ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მხარისთვის არის რიკოთის უღელტეხილის პროექტის განხორციელება და ინვესტორს აქტიურად ეძებენ. მინისტრისგანცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ჩინელი ინვესტორები დაინტერესდებიან რიკოთის უღელტეხილის პროექტში ინვესტიციების განხორციელებით, ტერიტორიაზე გადაადგილება იქნება ფასიანი და ინვესტორები პროექტში ჩადებული თანხის ამოღებას ამ გზით შეძლებენ.
“როდის დაიწყება პროექტის განხორციელება, რთული სათქმელია, რადგან, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ 2 შემოთავაზება გვაქვს ინვესტორისგან. ასპექტებით ორივე შემოთავაზება განსხვავებულია, მაგრამ ძირითადად მსგავსი შემოთავაზებებია,” – განაცხადა ჯავახიშვილმა.