LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობით ორი კომპანია დაინტერესდა

84

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობით ორი ინვესტორი დაინტერესდა, მათ შორის ერთი კონსორციუმია.

როგორც „ფორტუნას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს რათა  პროექტი სახელმწიფოსთვის „მაქიმალურად ხელსაყრელი იყოს“.

აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მთლიანი სატრანზიტო ტვირთების 60%-ზე მეტი გადაიზიდება, ამიტომ მაგისტრალის განახლება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის.