რიკოთი არ არის დაკეტილი, მოქმედებს მოძრაობის სპეციალური რეჟიმი, – აღნიშნულის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
„პირველი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთი დაკეტილია. რიკოთი არ არის დაკეტილი! რიკოთზე მოქმედებს გადაადგილების სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის შემდეგი: 149-ე კმ-ზე, არსებული, ძველი, გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყერის კერა.
სპეციალისტების ანალიზითა და შესწავლით, ეს კერა მიჩნეული იქნა მომეტებული საფრთხის მქონედ. მიღებული იქნა მყისიერი გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, გაფართოვდა გზა, გასამმაგდა დამაგროვებელი ბუფერი და მოეწყო დამცავი კედელი.
მხოლოდ ამის შემდეგ დაწესდა გადაადგილების სპეციალური რეჟიმი. სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში, ჩვენ პრევენცია და მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა შევძელით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.