LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Riken-ის ზაფხულის საბურავი 70 ლარიდან – „თეგეტაში” აქცია დაიწყო

911

„თეგეტა“ საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში „გაიმარტივე მგზავრობა“, მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ აქციას Michelin ჯგუფში შემავალი, Riken-ის ბრენდის მსუბუქი ავტომობილის ზაფხულის საბურავებზე.

”აქციის ფარგლებში Riken-ის ბრენდის ზაფხულის საბურავის შეძენა შეგიძლიათ 70 ლარიდან. 4 საბურავის შეძენისას ისარგებლებთ სპეციალური საგარანტიო პირობებით, რაც ითვალისწინებს საბურავის დაზიანების შემთხვევაში ნაწილობრივ, ან სრულ ანაზღაურებას, ასევე საჩუქრად მიიღებთ უფასო მონტაჟისა და ბალანსირების სერვისს. აქცია მოქმედებს 8 აპრილის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში”, – აცხადებენ ”თეგეტა მოტორსში”.

მათივე ცნობით, Riken არის Michelin ჯგუფში შემავალი ევროპული საბურავების მწარმოებელი პრემიუმ კლასის ბრენდი, რომელიც გამოირჩევა უახლესი ტექნოლოგიებით საბურავების წარმოებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები