LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალა

65
janis-beitins-frouee5v1s4-unsplash

რიგაში მოძრავ ავტობუსებში, ტროლეიბუსებში და ტრამვაიშიც ნაღდ ფულს აღარ მიიღებენ. მგზავრობის ღირებულების გადასახდელად ამიერიდან სპეციალური ბარათის გამოყენება ან მობილური აპლიკაციის «Rīgas satiksme»-ის გადმოწერა იქნება საჭირო.

ამ გზით ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებზე დატვირთვის შემცირება სურთ, რათა მათ მთელი ყურადღება გზაზე მიმართონ და მგზავრებთან ანგარიშსწორებაზე დრო აღარ დახარჯონ.

გარდა ამისა, ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი კანონი ყალბი ფულის გამოყენებასაც შეამცირებს.
ერთადერთი გამონაკლისი იქნება ავტობუსი, რომელიც ქალაქის ცენტრს აეროპორტთან აკავშირებს. უცხოელი ვიზიტორები თუ აეროპორტიდან მომავალი ადგილობრივები ბილეთის საფასურის გადახდას საბანკო ბარათითაც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ევროპელთა 75% ვაჭრობის დროს უპირატესობას ნაღდ ფულს ანიჭებს. თუმცა, სიტუაცია ყოველწლიურად იცვლება და საკრედიტო ბარათის როლიც სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები