LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ხმების გაყოფა დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც მისი ჩატარება უფრო გააღრმავებს: ვოლსკი IRI-ის კვლევაზე

62
გია ვოლსკი

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“​ კვლევას, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% – წინააღმდეგია, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ეხმიანება.

მოქალაქეების 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% ამის წინააღმდეგია: IRI

მისი განცხადებით, IRI-ის კვლევაში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ხმების გაყოფა იმ დაპირისპირებულ მოსაზრებებს აჩვენებს, რასაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება კიდევ უფრო გააღრმავებს, გაამწვავებს და ქვეყნისათვის აუტანელს გახდის”. ვოლსკის თქმით, “ეს ბრიუსელში და ვაშინგტონში ესმით, მაგრამ არ უნდათ გაიგონ კახეთის გზატკეცილზე”.

“როგორც ცნობილია, უმრავლესობას IRI-ის და NDI-ის კვლევების მიმართ ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდა და ამ კვლევებს ოპოზიცია ყოველთვის ენდობოდა. მათ ციფრებს განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა“ იშველიებდა. NDI-ის კვლევამ უფრო მაღალი ციფრი აჩვენებს იმ უკმაყოფილო ხალხისა, ვისაც მიაჩნია, რომ დაპირისპირება პარლამენტში უნდა იყოს და მთავარი საკითხები პარლამენტში უნდა წყდებოდეს. გამოკითხულთა 45%-ში შეიძლება “ქართული ოცნების“ ბევრი მომხრეა, ვინც ამბობს: – ჩაატარეთ არჩევნები და ერთხელ და სამუდამოდ თავის ადგილზე დააყენეთ ეს ხალხი. მეორენი ფიქრობენ, პირიქით – “ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და იქნებ ამ გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, როცა ქვეყანაში არეულობაა. არეულობა ჩვენი ოპონენტების ბანაკში მთავარი ტრენდია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მოსახლეობის 35% ხმას “ქართულ ოცნებას, ხოლო 18% “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა: IRI-ის ახალი კვლევა

IRI-ის გამოკითხულთა 27% ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა – “ქართული ოცნებას”, 26% კი – “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები