უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ლატვიის დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას, რომელზეც რუსეთის საელჩო მდებარეობს, უკრაინის დამოუკიდებლობის ქუჩა ერქმევა.
გამოცემა Delf-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 10 მარტს, რიგის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
“ქუჩის მონაკვეთის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის მხარდასაჭერად. რუსეთის ფედერაციის საელჩო ლატვიაში ქუჩის ამ მონაკვეთზე მდებარეობს.
ახლა რიგის ცენტრალური ქუჩების სიას კიდევ ერთი სახელი შეემატება. რიგის საკრებულოს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურს ახლა ახალი აბრების დამონტაჟება მოუწევს ქუჩების სახელწოდებითა და ახსნა-განმარტებითი ნიშნებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.