LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიბერი ნაძირალაა: სასამართლომ ფეხბურთელი გაამტყუნა

98

საფრანგეთის სასამართლომ ჟურნალისტს ნება დართო რიბერი წიგნში ნაძირლად მოიხსენიოს. მამაცი ავტორის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გამო „ბაიერნის“ ვარსკვლავი 5 ათას ევროსაც გადაიხდის.

პარიზის სასამართლომ დაადგინა, რომ მწერალ დანიელ რიოლოს ქონდა ყველანაირი უფლება საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელ ფრანკ რიბერისთვის ნაძირალა ეწოდებინა. 2013 წელს ჟურნალისტმა ფრანგულ ფეხბურთში სკანდალების შესახებ წიგნი გამოაქვეყნა და საფეხბურთო სამყარო ერთი კარგადაც მიალანძღა. რიოლომ განსაუთრებული ყურადღება ნაკრების ფეხბურთელებსა და მწვრთნელ რაიმონ დომენეკს შორის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ კონფლიქტზე გაამახვილა. უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად ჟურნალისტმა სწორედ რიბერი დაასახელა და ის დაახასიათა როგორც „ნაიარევი სახე“, „ბანდიტი“, „ნაბიჭვარი“ და მსგავსი სიტყვებით. ფეხბურთელმა კი ჩათვალა, რომ რიოლო მის ღირსებას და სახელს შეეხო და სასამართლოში სარჩელი აფრინა. ვერტიქტი ახლახან გაცხადდა: მოსამართლემ რიბერის განცხადება დაუსაბუთებლად მიიჩნია, ხოლო ჟურნალისტის ნათქვამი – ობიექტურად. გარდა ამისა, ფეხბურთელს 5 ათასი ევროს გადახდაც დააკისრეს ავტორის და გამომცემლობის სასარგებლოდ. რიბერის ვექილმა კი განაცხადა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებენ და აპელაციას შეიტანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები