რიანამ მონაწილეობა მიიღო Fenty x Puma-ს საგაზაფხულო კოლექციის ფოტოსესიაში. ვარსკვლავი ცნობილ ბრენდთან უკვე წლებია თანამშრომლობს.
გადაღება უდაბნოში მიმდინარეობდა და პარტნიორობას მომღერალს მოტოციკლზე შემჯდარი მოდელები უწევდნენ. კოლექცია თანამედროვე, ხოლო ფოტოსესია ნამდვილად სექსუალური გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ვარსკვლავმა 30-ე იუბილე იზეიმა.