LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანამ კორონავირუსთან საბრძოლველად 5 მილიონი დოლარი გამოყო

642
safe-image

მსოფლიოს უამრავმა ცნობილმა სახემ კორონავირუსთან საბრძოლველად თანხები უკვე გაიღო. მათ შორის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: დოლჩე და გაბანა, ჯორჯო არმანი, ბლეიკ ლაივლი და მისი მეუღლე, რაიან რეინოლდსი. სულ ცოტა ხნის წინ კი „ნეტფლიქსმა“ კორონავირუსის გამო, უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო.

„ნეტფლიქსმა“ კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლებისთვის 100 მილიონი  დოლარი გამოყო

,,როცა კარგი დრო იყო,  ეს ადამიანები ნეტფლიქსს გვერდში ედგნენ, ახლა კი ნეტფლიქსს უნდა, რომ გვერდში დაუდგეს მათ ასეთ მძიმე დროს“

ასეთ გულუხვ ვარსკვლავებს ბარბადოსელი ლამაზმანი რიანაც შუერთდა. 32 წლის მომღერალმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან 5 მილიონი დოლარი გამოყო, ეს თანხა COVID-19-თან ბრძოლაში ჩაბმულ ორგანიზაციებს მოხმარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები