LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანამ “გრემის” დაჯილდოებაზე ნერვული შეტევის გამო ვერ იმღერა

37

„გრემის“ დაჯილდოებამ რიანას მონაწილეობის გარეშე ჩაიარა – მომღერალი, რომელსაც უნდა შეესრულებინა რამდენიმე სიმღერა, სცენაზე არ გასულა. 27 წლის ვარსკვლავმა თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ მას ბრონქიტი ჰქონდა და სცენაზე გასვლაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.

თუმცა მიზეზი ბევრისთვის არც ისე სარწმუნო აღმოჩნდა, რადგან დაჯილდოებამდე 2 დღით ადრე მომღერალი ჰოლივუდში სხვა ღონისძიებაზე სრულიად ჯანმრთელი ნახეს. მოგვიანებით კი პორტალმა TMZ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიანამ საკუთარი გამოსვლა ნერვული შეტევის გამო გააუქმა.

რეპეტიციაზე მომღერალს განწყობა გაუფუჭდა, რიანა არ იყო კმაყოფილი ხმის ხარისხით და სხვა ორგანიზაციული საკითხებით. მან ისტერიკა მოაწყო და მოულოდნელად დატოვა დარბაზი, ამასთან, უარი თქვა ცერემონიაში მონაწილეობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით რიანას კომენტარი არ გაუკეთებია.

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 13:  Singer Rihanna attends the 2016 MusiCares Person of the Year honoring Lionel Richie at the Los Angeles Convention Center on February 13, 2016 in Los Angeles, California.  (Photo by Lester Cohen/WireImage)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები