რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარება.
„თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდის დინამიკას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია აშშ-ის საკანონმდებლო აქტებში მსგავსი ჩანაწერების არსებობა,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.