LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეზოლუცია არ გამოხატავს ჩვენს პოზიციას“ – ოპოზიცია უკრაინის ელჩს შეხვდა

81
ოპოზიცია

ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, მათ ელჩს უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის, „არც ოპოზიციური პარტიების და არც ქართველი ხალხის პოზიციას არ გამოხატავს“.

„გვქონდა შეხვედრა ბატონ ელჩთან. ჩვენ კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ იმ ვარიანტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს შემოთავაზებული. ეს ვარიანტი არ ახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას – აგრესიის ნამდვილი წყაროს ვინაობას.

„ქართული ოცნების“ კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა გრძელდება და ასახულია რეზოლუციის ტექსტშიც.

შესაბამისად, ჩვენ ახლა ინტერფრაქციულ ოპოზიციურ ფორმატში ვისმჯელებთ იმის თაობაზე, როგორ მივაღწიოთ უკეთესი ვარიანტის მიღებას, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი უარესად არ იქნეს მომსპარი „ქართული ოცნების“ მიერ“, – განაცხადა, „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, ასეთ დროს, ჩვენი მხარდაჭერის ხმა უნდა მივაწვდინოთ და ინფორმაციაც მოვიპოვოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, უკრაინისგან, რომელიც მაგალითს იძლევა, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის.

„ჩვენი ბედი პირდაპირ მიბმულია იმაზე, რა მოხდება უკრაინაში“, — განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარტია „ევროპული საქართველოს“ არ მონაწილეობს რეზოლუციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებში და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა რეზოლუცია, არამედ აქტიურობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

„დროამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ალტერნატიული ვერსია შეიმუშავა და ოპოზიციურ პარტიებს თანაავტორებად იწვევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები