2018 წელს ერთ-ერთ რუსულ გადაცემაში სტუმრობისას, ცნობილ კინოსცენარისტს, რეზო გაბრიაძეს მარსელ პრუსტის კითხვარიდან შემდეგი კითხვა დაუსვეს: „რას ეტყვით შემოქმედს, როდესაც მას შეხვდებით?“
რეზო გაბრიაძე:
„ვფიქრობ, მარსელ პრუსტი ახალგაზრდა იყო, როდესაც ეს კითხვა დასვა… ჩვენ რისი თქმა შეგვიძლია? არაფრის… წამის მემილიონე ნაწილში გაჩვენებენ თქვენს ცხოვრებას, დაბადებიდან გარდაცვალებამდე, რამდენ ტყუილს ვამბობდით, რამდენი ცუდი ფიქრი გვიტრიალებდა თავში. ამას ყველაფერს გაჩვენებენ და თქვენ რამეს ჰკითხავთ? უნდა გავჩუმდეთ და ვიყოთ მადლიერები იმით, რაც გვითხრეს… “