LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ბოჭორიშვილი: „ევროპაში ზაფხულისთვის სანიტარულ პასპორტს შემოიღებენ, სადაც კოვიდზე საჭირო ინფორმაცია იქნება დაფიქსირებული…“

303
rezo20045

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მალე ევროპაში სანიტარულ პასპორტს შემოიღებენ, სადაც კოვიდთან დაკავშირებით ადამიანის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია იქნება შეტანილი.

„ევროპა “სანიტარული პასპორტის“ შემოღებაზე მუშაობს. ზაფხულამდე მზად უნდა იყოს.

ევროპის არც ერთ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არაა, ამიტომ ამ “პასპორტში“ დადასტურებული იქნება ვაქცინაციის ფაქტი, თუ გაკეთებულია, მაგრამ იმავე “დოკუმენტში“, ციფრულზე ან ქაღალდის ფორმით, აღინიშნება PCR ტესტის შედეგები, რომელსაც ყველა ქვეყანა ისედაც უკვე ითხოვს მგზავრობისათვის და სხვადასხვა საქმიანობისათვის. ასევე ჩაიწერება, გადატანილი აქვს თუ არა ადამიანს კოვიდი..

ანუ, ერთ ფორმატში და ერთ ადგილას დაფიქსირდება მთელი საჭირო ინფორმაცია. “პასპორტი“  უფასო იქნება, არასავალდებულო, მარტივი და დაცული. QR  კოდით იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი, ერთიანად, აცრაზე ან PCR ტესტზე და გადატანილ კოვიდზე. ჰო, მხოლოდ ევროპაში დაშვებული აცრების გათვალისწინება მოხდება. რუსული და ჩინური არაო…

მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯია, წინ გადადგმული. კოვიდის შემდგომ სამყაროს მომზადება სჭირდება. ის აღარანაირად აღარ იქნება ისეთი, როგორსაც კოვიდამდე მივეჩვიეთ. ადაპტაციის უნარმა მოიყვანა აქამდე კაცობრიობა… ახლა ახალი ეტაპია მხოლოდ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები