უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემების დახმარებით რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს:
„ეს წყვეტს მათი (რუსული) მომარაგების ქსელს და ართმევს შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები, დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო ცეცხლით,“ – განაცხადა რეზნიკოვმა.
გარდა ამისა, როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, უკრაინამ პირველი თვითმავალი საზენიტო „გეპარდის“ ტიპის დანადგარების პარტია მიიღო.
„დღეს ოფიციალურად შემოვიდა პირველი სამი გეპარდი, ეს არის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რისთვისაც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნა გადმოგვეცა.“– განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.
უკრაინელები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ ისინი შეტევას ვერ შეძლებენ: არესტოვიჩი