LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზნიკოვი რუს ოფიცრებს: ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა, სასიკვდილოდ გაეგზავნეთ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან!

33
Untitled design (2)

„თქვენ მაინც, ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან“ – ასე მიმართა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუს ოფიცრებს.

ალექსეი რეზნიკოვი რუს სამხედროებს მოუწოდებს, არ დაკარგონ დრო და რუსული არმია დამცირებისგან იხსნან.

მიმართვის დროს რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ისინი მოატყუა და უღალატა, ვლადიმირ პუტინმა კი მოჩვენებითი მიზნებისთვის სასიკვდილო გზაზე გაგზავნა.

„ეს არის მესიჯი კიევიდან. მივმართავ ჯარისკაცებს და მეზღვაურებს, სერჟანტებს და წინამძღოლებს, შუამავლებს, ოფიცრებს და გენერლებს. პირველ რიგში, ჩემი სიტყვა ოფიცრებს და სარდლობას ეხება, რადგან გადაწყვეტილებების მიღება თქვენზეა დამოკიდებული.

ვინ წარადგენს რუსეთს შესაძლო მოლაპარაკებებზე მომავალში? გეტყვით – ისინი, ვინც თქვენ უკვე მოგატყუათ. ემზადება, დამნაშავედ თქვენ გამოგაცხადოთ, რადგან ახლა საკითხი ასე დგას: ან ისინი, ან თქვენ და თქვენ იცით, რომ ეს სიმართლეა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ახლა უკრაინელები თავს იცავენ, რუსები კი ამხანაგებს ასაფლავებენ.

„თქვენი მედესანტეები ახლა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იხოცებიან, მათ იციან თავიანთი საქმე,  მაგრამ ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა, რომ თქვენ სასიკვდილოდ გაეგზავნეთ.

მოგატყუეს და გიღალატეს, გპირდებოდნენ იოლად გასეირნებას, მაგრამ ხაფანგში გაგიშვეს, სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნების გამო. ახლა ისინი არ გისმენენ, რადგან ახლა შენი მოსმენა ნიშნავს მათი შეცდომების აღიარებას. მოსკოვს კი სიმართლე არ მოსწონს. მათთვის ახლა უფრო იოლია იმის თქმა, თუ  როგორ დაიღუპეთ გმირულად, ნატოს გამოგონილ ლაშქართან ბრძოლაში“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები