მინდა გითხრათ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით – „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“ და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, საჯარო სივრცეში ტელეკამერების წინ ავრცელებენ , – ასე უპასუხა სუსის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რა ეტაპზეა გამოძიება სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ე.წ. „რევულუციურ სცენარს“ ეხება.
როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გამოძიებაზე იბარებენ ტრენინგის მონაწილე ან ტრენინგთან შემხებლობაში მყოფ პირებს.
გრიგოლ ლილუაშვილი – ოთარ ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა
„ის, რაც თქვენთვის გახდა ცნობილი საჯარო განცხადებებისა და ბრიფინგების ფონზე, მათ შორის გამოქვეყნებული ვიდეო და აუდიო მასალების მხოლოდ მცირე ნაწილის ფონზე, სიახლე არის ის, რომ საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება. აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლების დაცვით.
მინდა სიახლე გითხრათ ის, რომ ვერავინ შეძლო ამ ტექსტების [ვიდეო და აუდიო] ავთენტიკურობის ეჭვქვეშ დაყენება, ვინაიდან, მიუხედავად ამ მცირე ნაწილსა, 8 წუთიანი მასალისა, მთლიანი მასალა არის რამდენიმე საათიანი, 8-9 საათიანი, რომლის ფიზიკურად ჩვენება წარმოუდგენელია, ასევე, ამჯერად, ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ არის მიზანშეწონილი. მინდა გითხრათ, გამოკითხულ ადამიანთა უმეტესობა შემოიფარგლება პასუხებით – „არ მახსოვს“, „არ გამიგონია“ და ა.შ. რაც უფრო საეჭვოს ხდის იმ დამოკიდებულებას, რასაც ისინი საჯაროდ, საჯარო სივრცეში ტელეკამერების წინ ავრცელებენ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ამით სურს, თუ არა სუსსს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მწერლები, ხელოვანები ქვეყანაში გადატრიალებას აპირებდნენ.
„მე არაფერს ვამტკიცებ, ამას დაამტკიცებს გამოძიება და თუ დაამტკიცებს, მათი ბრალეულობის შესახებ, შეიძლება, იმსჯელოს სასამართლომ. იცით, რევოლუციონერებს არ აქვთ პროფესია, რევოლუციონერებს აქვთ მოტივაცია, ფიზიკური შესაძლებლობები და ა.შ. მწერალიც შეიძლება, თუმცა მწერლებიც გასარკვევია, ახლა, ვინ, რას წერს და ვინ მწერალია და ვინ პოეტია, ვერ გაიგებ. რევოლუციონერი გინახავთ რაიმე პროფესიას რომ ამთავრებდეს, სპეციალობებს, ან რისკიანი სპეციალობების ხალხი იყვნენ რევოლუციების მომწყობები და დაბალი რისკის პროფესიის ადამიანები არ იყვნენ, ამის მტკიცება არის აბსოლუტური სიგიჟე. კარგად შეგახსენებთ, 18 სექტემბერს მოხდა პირველი ბრიფინგი სუს-ის მხრიდან,სადაც ჩვენ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდეთ შესაძლო სცენარის შესახებ, სადაც სცენარის ერთ ნაწილში მოიაზრებოდა ზუსტად ამ ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდა ჯგუფების დატრენინგება. რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ერთი კვირის თავზე, 25 რიცხვში, ეს რეალობაში სისრულეში მოიყვანეს ზუსტად იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პირებმა“ ,- განაცხადა ლილუაშვილმა.
მან ასევე კითხვაზე, სუსს ჰქონდა, თუ არა ინფორმაცია, რაზე ჩატარდებოდა ტრენინგი, უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა“.
„რა თქმა უნდა, როგორ, აბა, წინასწარმეტყველების ნიჭი გააჩნია?…მაშინ, ჩვენი გეგმის მეშვეობით მოქმედებდნენ ეს პირები, ჩამოსულები რომ იყვნენ? ლოგიკას როგორ ავითარებთ, ე.ი. ჩვენ წინასწარმეტყველური ნიჭით აღვიჭურვეთ და ვიწინასწარმეტყველეთ, რამდენიმე დღეში რა თემაზე იქნებოდა ტრენინგი?ანუ, ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო სანდო წყაროდან,რომელიც ოფიციალურ საფუძველზე იყო მოპოვებული, როგორ წარმოგიდგენიათ, ამას თქვენთან საკამათოს გავხდიდით, ბრიფინგის სახით რომ გამოვაცხადეთ?“ ,- განაცხადა ლილუაშვილმა.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, დაკითხვაზე დაბარებულია რეჟისორი სავანელი.
„არა უშავს, რეჟისორი სავანელი თუ არ არის მზად, რევოლუციის მოსაწყობად მორალურად და ფიზიკურად იმის დადასტურება მაინც შეუძლია, რა საუბრები იყო და რა კურსით ატრენინგებდნენ ჩამოსული სტუმრები ჩვენს ახალგაზრდა აქტივისტებს. რა მნიშვნელობა აქვს ეს რეჟისორი იქნება, თუ მსახიობი, ხვალ შეიძლება და ატრენინგონ, ღმერთმა ნუ ქნას, ინჟინრები, ზეგ ექიმები და ამ პროფესიების მიხედვით, რატომ მიჯნავთ ადამიანებს. სხვათა შორის, პროფესია თუ გააჩნიათ რევოლუციონერებს და მათ შორის, ცნობილი რევოლუციების დროს ვინც იღებდნენ მონაწილეობას, რაიმე პროფესიული ნიშნით თუ გამოარჩევდით“, მიამრთა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.
მან ასევ ისაუბრა ამ თემასთან USAID- შემხებლობაზე.
„ერთ-ერთმა [კითხვა] დამისვა, სივრცეში ტრიალებსო USAID-ის, ამერიკის მთავრობის დაფინანსებული… ხალხო, ჯერ ერთი, ეს განცხადება „კანვასის“ წარმომადგენლებმა საჯარო სივრცეში განაცხადეს, სანამ მოხდებოდა ამ აუდიო და ვიდეო მტკიცებულების გამოქვეყნება,რომ ისინი მოწვეულები იყვნენ USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის ფარგლებში. მეორე, ეს გადაიტანეს ჩვენებაში და სანამ ჩვენებას მისცემდნენ, მანამდე გამოვიდა ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს, USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელი და სიამაყით განაცხადა, რომ ვამაყობთ „კანვასთან“ თანამშრომლობით. ჩვენ რაც განაცხადეს და ჩვენებაში თქვეს, ის გავიმეორეთ. არანაირი დაპირისპირებული მიდგომა, როგორის წარმოჩინებასაც ცდილობს მედია, თუ კონკრეტული ჯგუფი,რომ ჩვენ ვემტერებით და დაპირისპირებაში ვიმყოფებით ამერიკის მთავრობასთან და ამერიკის მთავრობით დაპროგრამებულ [ორგანიზაციასთან]. მაგრამ ეს ფაქტია. USAID-თან ერთად ილიას უნივერსიტეტიც არის, მაგრამ რამდენიმე წუთში, ილიას უნივერსიტეტი გამოვიდა, განცხადება გააკეთეს, რომ ისინი არანაირ თანამშრომლობაში არ იმყოფებიან. USAID-ის ხელმძღვანელი პირი გამოვიდა და სიამაყით დაადასტურა, რომ ეს ჩვენი პროექტი იყოო. მეორე საკითხია, რამდენად ცნობილი იყო მათთვის ტრენინგის გაცხადებული მიზანი და რეალურად, რაში ატრენინგენდნენ. ანუ აქ, თუ წყვეტაა – მე იმედი უნდა დავტოვო, რომ აქ იყო წყვეტა, გაცხადებული მიზანი ტრენინგისა იყო სხვა და რეალურად, ხალხს ასწავლიდნენ გამოცდილებას,როგორ მოაწყონ რევოლუციები. იმ ტექსტებს მე რომ არ ვლაპარაკობ და ჩემი გახმოვანებული არ არის, თუ ამას ეჭვქვეშ დააყენებთ, აგერ არის ექსპერტიზა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შეგიძლიათ, რომ [შეამოწმოთ]“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.