LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევლონი უკვე თბილისშია: ანალოგის არმქონე ამერიკული ბრენდის კოსმეტიკა

619

საქართველოში ”რევლონის” პირველი წარმომადგენლობითი ობიექტი გაიხსნა. ბრენდ სტენდი სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში” განთავსდა და მასზე წარმოდგენილია 170 დასახელების პროდუქტი. როგორც ”ფორტუნას” „რევლონის“ პიარ მენეჯერმა, ანა კვირიკაშვილმა განუცხადა, ეს არის ბრენდის სრული ასორტიმენტი, რომელიც აერთიანებს როგორც თმის საღებავებს, ასევე დეკორატიულ კოსმეტიკას.

”რევლონი ამერიკული ბრენდია, რომელსაც პატენტი ანალოგი არ აქვს. შესაბამისად, მომხმარებელს ვარწმუნებთ, რომ ჩვენთან მიიღებს უმაღლესი ხარისხის ამერიკულ პროდუქტს. ამ ეტაპზე „რევლონის“ სტენდზე წარმოდგენილია თმის საღებავები, რომლებიც არ შეიცავს ამიაკს და ნებისმიერი პრობლემური ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვისაც კი უსაფრთხოა. ამასთან, მომხმარებელს ვთავაზობთ დეკორატიულ კოსმეტიკას, უფრო კონკრეტულად: სახის საცხებს, რუჯს, პუდრს, ტონალურ კრემს და, რაც მთავარია, ტუჩსაცხების ფერთა პალიტრას”, – განმარტა ანა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება, ბრენდის საფასო პოლიტიკას, როგორც „რევლონის“ პიარ მენეჯერი ამბობს, ის ხელმისაწვდომია ყველასთვის. ”ჩვენი პროდუქციის ღირებულება მერყეობს 15-დან 50 ლარამდე. „რევლონის“ ძირითადი მომხმარებლები თინეიჯერები არიან, რადგან ბრენდი მათ ახალგაზრდულ ხაზს სთავაზობს. ამასთან, გვაქვს 35 წელს ზევით ქალბატონებისთვის კლასიკური ხაზის მიმართულებაც”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბრენდის წარმომადგენლობითი ობიექტის გახსნა საქართველოში ”რევლონზე” არსებულმა დიდმა მოთხოვნამ და ინტერესმა განაპირობა. ბრენდი მორიგი სტენდის გახსნას დაახლოებით ორ თვეში, სავაჭრო ქალაქ ”ისთ ფოინთში” გეგმავს. უახლოეს მომავალში კი ”რევლონის” ბრენდ სტენდები თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრში გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები