LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი: ,,წესიერ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი ან ვინმე პასუხისმგებელი მაინც გადადგებოდა”

343
203791716-132601062306008-3805424437799788150-n

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს.

როგორც ბოჭორიშვილი წერს, ქვეყანაში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, პირბადის ტარების გაგრძელება კი აუცილებელი იყო.

რევაზ ბოჭორიშვილი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის ე.წ ინდური შტამი, დელტა ვარიანტი ყველა ქვეყანაში სწრაფად ვრცელდება.

,,მსოფლიოში კოვიდ 19 ის ევოლუციის 23 ივნისის სტატისტიკა. აქ მოყვანილია ბოლო 7 დღის ახალი შემთხვევების საშუალო მონაცემის მიხედვით ქვეყნების მდგომარეობა.

საქართველოს ფერს ხედავთ. გამოირჩევა რეგიონში, დიდ არეალშიც კი.

ბოლო პერიოდში დელტა ვარიანტი ვრცელდება ყველგან, ყველა ქვეყანაში.

ამიტომ, საჭიროა ჰიგიენის წესების კვლავ დაცვა და პირბადეების ტარების გაგრძელება, მათ შორის ღია სივრცეებში ხალხის თავშეყრის ადგილას (დახურულ სივრცეებში ხომ თავისთავად).

სხვა გზა საქართველოს არ აქვს, თუ არ უნდა მართლა დაემსგავსოს თუნდაც ინდოეთს.

დროზე დაწყებული და სწორად ორგანიზებული მასიური ვაქცინაცია თუ არ შეაჩერებდა, შეანელებდა მაინც ამ პროცესს… მაგრამ….არც კი მინდა გავაგრძელო.

ერთს დავამატებ. წესიერ ქვეყანაში ჯანდაცვის მინისტრი ან ვინმე პასუხისმგებელი მაინც გადადგებოდა, აგერ სლოვაკეთის პრემირ მინისტრიც კი გახდა იძულებული გადამდგარიყო რუსული ვაქცინის “ჩუმად“ შემოტანის გამო…

საერთოდ, პოლიტიკოსებს, ყველას, თითქოს დაავიწყდა კოვიდის არსებობა. არადა ეს უნდა იყოს ერთ ერთი მთავარი განსახილველი დღეს.. ერთი ორი თუ რაღაცას ფაფხურობს, ისიც პოპულიტურ სტილში, საქმეს უფრო აფუჭებს…” – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები