LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეტროსპექტული გამოფენა: COVID-19 ხელების ჰიგიენა ყველასთვის!

112
1602687821-5f8714fbdf346

15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამ დღეს ვირტუალური გამოფენით აღნიშნავს.

ვირტუალურ გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჰიგიენის დაცვის თემაზე შექმნილი თანამედროვე პოსტერები, ისე ამავე თემაზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.

COVID-19-ის პანდემია გვახსენებს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების ყველაზე ეფექტიანი საშუალება სწორედ ხელების წყლითა და საპნით დაბანაა. 2020 წლის დღის თემაა ხელების ჰიგიენა ყველასთვის!, რომელიც ემყარება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს COVID-19-ის პანდემისთან დაკავშირებით და მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ხელების ჰიგიენას, კერძოდ კი ხელების წყლითა და საპნით დაბანას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების თითოეული წევრისათვის. ხელების წყლითა და საპნით დაბანა არის ყველაზე ეფექტიანი და ხელმისაწვდომი საშუალება ინფექციების გავრცელების პრევენციისთვის და უზრუნველყოფს სიცოცხლის უსაფრთხოებას.