„ერთადერთი რამ, რითაც შეიძლება ეკონომიკა ისევ ამუშავდეს არის, თუ უარს ვიტყვით ჩაკეტვაზე“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს არ აქვს რესურსი ეკონომიკის დაკეტვის.
„ერთადერთი, რითაც შეიძლება ეკონომიკა ისევ ამუშავდეს, თუ უარს ვიტყვით ჩაკეტვის მექანიზმზე.
მარტში გვქონდა კორონავირუსის იყო 17 შემთხვევა. არავინ არაფერი არ იცოდა და ვიდექით უმწვავესი პრობლემის წინაშე. არ ვიცოდით რა იქნებოდა და ეს ვირუსიც უფრო ვერაგი იყო მაშინ. ეხლა, როდესაც გადავიარეთ, დრო მოვიგეთ და უკვე მოვიდა სექტემბერი, ბევრი რამ არის ამ ვირუსის შესახებ ცნობილი. ვიცით, რომელი მეთოდებია მკურნალობისთვის საუკეთსო. გაზრდილი რიცხვიც კი გვაქვს, მაგრამ ეს უკვე ის ვერაგი ვირუსი აღარ არის, შესუსტებულია და აქედან გამომდინარე აღარ არის აუცილებლობა, რომ ეკონომიკა ჩავკეტოთ.
პირდაპირ გეტყვით ჩვენ ეხლა რესურსი ეკონომიკის დაკეტვის ფიზიკურად აღარ გვაქვს, ესეც უნდა გავითვალისწინოთ. თვითმკვლელობა შეიძლება იყოს გამოსავალი?“,-აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ეკონომიკის გაჩერების და მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, ვინაიდან როგორც აცხადებენ, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება.