LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნებში ვაქცინირებული კლიენტები მომსახურებაზე ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო თანამშრომლები – დანამატებს

84
779ceee2-0c80-40cb-b33b-708e37fa67b3-061620ERutherfordVesta07

რესტორატორთა ასოციაციის დირექტორი ინიციატივით გამოდის, რომ აცრილი კლიენტებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს. კერძოდ, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მის საკუთრებაში არსებულ რესტორნებში ვაქცინირებული კლიენტები მომსახურებაზე ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო თანამშრომლები -დანამატებს.

„ვაქცინარება არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მე პირადად, ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და სტუმრები არიან, ჩემს საკუთრებაში არსებულ რესტორნებში მიიღებენ მომსახურებაზე ფასდაკლებას, თანამშრომლები კი, ხელფასის სახით დანამატს. ეს არ არის არავაქცინირებულების რაიმე კუთხით შეზღუდვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რესტორანში არ მივიღებთ ან ხელფასი არ ექნებათ, უბრალოდ ვაქცინირებულებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე განმარტებით, ამ ინიციატივაში სხვა რესტორნების ჩართულობის მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები