LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნებში ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტის ერთდროულად განთავსებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება

211
206461569-4540399112637615-5389888131454799061-n

ნათია თურნავას განცხადებით, „მწვანე პასპორტებთან“ მიმართებით მთავარი მიზანია, რომ სარესტორნო ინდუსტრიაში მათი გადამოწმება მარტივად მოხდეს.

„ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით გვქონდა შეხვედრა სარესტორნე ინდუსტრიასთან და არა მარტო ჩვენ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროსაც. ძალიან ბევრი ტექნიკური ნიუანსია, რაზეც ვმუშაობთ, მათ შორის, ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტად მარტივი იყოს გადამოწმება, ხდება ეს ჩვეულებრივად სმარტფონებით ან დავუშვათ კომპიუტერის მეშვეობით, ჩვენ ვმუშაობთ რესტორნებთან, რომ უფრო მეტად ტექნიკურად გამართული იყოს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, სარესტორნე ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კიდევ ერთი რეგულაციის მოხსნა დადგა დღის წესრიგში, რომელიც ეხება ერთ მაგიდასთან ერთდროულად 6 ადამიანზე მეტის განთავსების შესაძლებლობას, თუმცა, თურნავას თქმით, მთავრობა ჯერ დააკვირდება იმას, თუ როგორ შესრულდება „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული რეგულაცია.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან გაგებით მოეკიდება ამას სარესტორნე ინდუსტრია, გახდება ჩვენი მოკავშირე ამ ახალი რეფორმის დანერგვის და შესრულების პროცესში, იმიტომ, რომ ეს არის როგორც საზოგადოების ინტერესში, ასევე ამ ინდუსტრიის ინტერესშიც, რომ უფრო მეტად მწვანე და უსაფრთხო იყოს. ამის შემდეგ, შეიძლება უკვე, სხვა შეზღუდვებზეც ვიფიქროთ, ახალი წელი მოდის, რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც იქნება გასათვალისწინებელი, მაგრამ მანამდე, მე ვფიქრობ, საკმარისია ის ლიბერალიზაცია, რაც ჩვენ გვინდა, რომ პირველი დეკემბრიდან დავუშვათ საათებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნათ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები