LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნებსა და კაფე-ბარებს ღამის 10 საათიდან შეუძლიათ მიტანის სერვისით იმუშაონ

157
-96893373-gettyimages-626180288

საქართველოს მთავრობის 10 ნოემბრის დადგენილებით, 22:00 საათიდან 07:00 საათამდე რესტორნების, კაფეების და ბარების ფუნქციონირება შეწყვეტილია, თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება მათ მიერ მიტანის მომსახურეობას, ანუ ე.წ. „დელივერი სერვისს“.

ამავე დადგენილების მიხედვით, საქართველოს 7 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა 10 ნოემბრიდან აღარ გავრცელდება შიდა გადაზიდვებზე.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ რესტორნების/ბარების/კაფეების მუშაობა საღამოს 22:00 საათიდან 07:00 საათამდე ოქტომბრის ბოლოს ჯერ თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში, ნოემბრის დასაწყისში კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა.

ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 22:00-დან დილის 05:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები