LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნები შესაძლოა კოლაფსამდე მივიდნენ: სფეროში სამუშაო ძალის დეფიციტია

124
shardeni

რესტორნები შესაძლოა კოლაფსამდე მივიდნენ – სფეროში სამუშაო ძალის დეფიციტია. სექტორში არსებულ პრობლემებზე „დილის პალიტრას“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა და თქვა, რომ კადრების დეფიციტის პრობლემა რესტორნებისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდება მაშინ, როცა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მოიმატებს.

„ეს ყველაფერი გარდაუვალი იქნება და ცალკეული რესტორნები ისევ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. მაშინ, როცა შენ გჭირდება 5 თანამშრომელი, რომელმაც უნდა უმასპინძლოს სტუმრების გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ მხოლოდ 3 თანამშრომელი გყავს, უბრალოდ, კოლაფსი მოხდება“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „დილის პალიტრას“ ეთერში და დასძინა, რომ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, უფრო მეტმა სტუმარმა შეიძლება რესტორნების კოლაფსი გამოიწვიოს.

ამასთან, როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, კადრების ვერ შენარჩუნების მთავარი მიზეზი ისაა, რომ სექტორს ხელფასების სათანადო ზრდა ვერ მოხერხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები