LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორნები ქორწილებსა და სხვა ღონისძიებებზე შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

147
y4Vc0x32Rlhz31Cy-750X390-1304914390

დღეს არსებული რეგულაციები ვირუსს ვერ აჩერებს და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს, – ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე აცხადებს. ის სარესტორნო სექტორისთვის შეზღუდვების სრულად მოხსნას ითხოვს.

„დღეს არსებული რეგულაციები პრევენციას კი არ ახდენს, უბრალოდ, ფურცელზე დაწერილი ფორმალობაა, რაც ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. დღეს რესტორნებში აკრძალულია ივენთები, ღონისძიებები, ქორწილები, რაც, ციფრებში რომ დავთვალოთ, მთელი ბრუნვის 50%-ს წარმოადგენს“,- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ის შესაძლებლობა, რაც ამ სფეროს გააჩნია – დამუხრუჭებულია. შეზღუდვების მოხსნის საკითხზე შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები