LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორანი, სადაც ლეგენდები ცოცხლობს

299

რესტორანი, სადაც ლეგენდები ცოცხლობს – უნიკალური არქიტექტურის მქონე რესტორანი „ავალონი” ყოველთვის მზად არის საკუთარ სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქოს.

როგორც ”ფორტუნას” რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მარიამ ღუღუნიშვილმა განუცხადა, „ავალონი” არაჩვეულებრივი ადგილია ძველ მეგობართა შეხვედრის, ან რომანტიკული პაემნისათვის, ასევე საქმიანი შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისათვის.

”ჩვენ საგულდაგულოდ შევეცადეთ შუასაუკუნოვანი ატმოსფერო განგვეახლებინა. ასწლეულებისა და ისტორიის მიღმა, „ავალონი” ზღაპრულ ნადიმზე დასწრების საშუალებას გაძლევთ. ეს ის ადგილია, სადაც წარსულსა და მომავალს შორის საზღვარი უხილავი ხდება- აქ ლეგენდები ცოცხლობს”, – აღნიშნა ღუღუნიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, რესტორანი ციხე-სიმაგრე “ავალონი” სიმშვიდისა და ბედნიერი წუთების ახალი კუნძულია თბილისში.

”თუკი დიდებული სუფრის გამართვას გეგმავთ მასშტაბურ კამპანიაში, მაშინ, ჩვენ დიდ დარბაზში განთავსებას შემოგთავაზებთ, სადაც ყველა სტუმარი კომფორტულად მოკალათდება. თუ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად ემზადებით და გსურთ, ის დაუვიწყარი გახადოთ, რა შეიძლება იმაზე უფრო მეტად რომანტიკული იყოს, ვიდრე შუა საუკუნეების ციხის კოშკში თქვენი მეორე ნახევრისათვის გულისა და ხელის შეთავაზება”,  – დასძინა რესტორნის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.

ცნობისთვის, „ავალონში” მაგიდების დასაჯავშნად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომრებზე:   (+995 ) 579 52 00 44 , (+995 ) 579 52 00 66,  ( + 995 32) 2 52 00 00 ,  (+ 995 32 ) 2 52 30 20

მისამართი: ა.ბაქრაძის # 40  (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, დიღმის ხიდის მიმდებარე ტერიტორია).

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები