რესტორანი ”ილოური” გაფართოებასა და ტერასას გახსნას გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” რესტორნის მენეჯერმა შორენა ალანიამ განუცხადა, ამ ეტაპზე ტერასას მოსაწყობად დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს და მისი გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. ”გვაქვს ულამაზესი ხედები, არაჩვეულებრივი გარემო… ბუნებრივია, ტერსაზე მოსულ სტუმარს ჩვეულებრივ მოემსახურება როგორც ბარი, ისე სამზარეულო”, – აღნიშნა ალანიამ.
მისივე ინფორმაციით, რესტორანი საკუთარ მომხმარებელს ფასდაკლებებსაც სთავაზობს. კერძოდ, ის ვინც ქორწილის გადახდას შუა კვირაში, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით გეგმავს, ”ილოურისგან” საჩუქრად 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს. აქცია მიმდინარეობს ”ლანჩის” მენიუზეც, ასევე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ”ლანჩის დროს, ანუ 11-დან 16 საათის ჩათვლით, ჩვენთან მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს ნებისმიერი კერძი და მიიღოს მასზე 20%-იანი ფასდაკლება”, – განმარტა რესტორნის მენეჯერმა.
ცნობისთვის, ”ილოური” 2016 წლის მაისში გაიხსნა. რესტორანი მდებარეობს მოსკოვის გამზირზე და აქ 30-ამდე კადრია დასაქმებული.