LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორანი „ფშაური“ „რეტროდან“ პროტესტით წასულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს

319
ფშაური

ბათუმში მდებარე რესტორანი „ფშაური“ „რეტროდან“ წასულ თანამშრომლებს დასაქმებას სთავაზობს.

როგორც რესტორანი წერს, თანამშრომლების მიმართ მსგავს მოპყრობას გმობს:

„რეტროს“ მფლობელის ადვოკატი: თეიმურაზ ვარშანიძეს ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება აქვს, წააქციეს და ურტყეს.. ვითხოვთ, ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი.“

„რესტორანი „ფშაური“ გმობს ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებულ არასათანადო და ძალადობრივ მოპყრობას თანამშრომლების მიმართ, რაც ეწინააღმდეგება და ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

ამის ფონზე, ბათუმში ახლახან მომხდარი ინციდენტიდან გამომდინარე, ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს რესტორან „რეტროდან“ პროტესტის ნიშნად წამოსულ თანამშრომლებს და სთავაზობს დასაქმებას სამწუხაროდ შეზღუდული ოდენობით. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“. – წერს რესტორანი.

ბაია პატარაია: „რესტორან „რეტროს“ კადრები ვნახე და გული კინაღამ გამიჩერდა.. არავის უყვარს მოძალადე კაცი: არც ცოლს, არც შვილს და არც თანამშრომელს“

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ძალადობის მუხლით არის დაკავებული.

ამ დროისთვის სახაჭაპურე „რეტრო“ დაკეტილია, ადგილზე შრომის ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებიან.

„პროტესტი გამოვთქვით , რომ ჩვენზე მაღლა რუსებს აყენებდა“ – რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა

მიმდინარეობს მოკვლევა, იქნა თუ არა დარღვეული შრომითი უფლებები. რესტორნის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები