ბათუმში მდებარე რესტორან „რეტროს“ მფლობელს, თეიმურაზ ვარშანიძეს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა.
ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავეს
აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
როგორც „ფორტუნას“ სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, ვარშანიძეს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით დაეკისრა, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 000 ლარის გადახდის შემთხვევაში ის გათავისუფლდება.
ცნობისათვის, რესტორან „რეტროს“ მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ობიექტის მფლობელის დაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომელიც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.
სწორედ აღნიშნული კადრების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი, უწყებამ რესტორნის მფლობელი მიმტანზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.