ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე რესტორან “ქალაქურში” სახანძრო სამსახური გამოიძახეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ ობიექტი კვამლში იყო გახვეული.
შენობიდან სრულად ევაკუირებულია როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები.
ხინკლის სახლში ხანძარია
“ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლი გამწოვში გაჩნდა, ადგილზე სახანძრო მალევე მივიდა და ცეცხლის ჩაქრობა მოახერხა.
სამსახურის ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამ დროისთვის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.