რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ლიკა ჭუმბურიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად დაინიშნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პოსტზე დანიშვნამდე, ლიკა ჭუმბურიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.