LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

712
11122

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, რამდენიმე მოქალაქეს, რომელთაც აღენიშნებოდათ კლინიკური ჩვენება, ახალ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, თუმცა ყველა შემთხვევაში, პასუხი უარყოფითი იყო.

კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ პაციენტთა ის ნაწილი, რომელსაც ცხელება აქვთ დარჩებიან საავადმყოფოში, ხოლო ნაწილი კარანტინში ან თვითიზოლაცის რეჟიმზე გადავლენ.

გოფოძის თქმით, კლინიკაში ამ დროისათვის, სულ 46 პაციენტი იმყოფება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს კლინიკას დატოვებს ორი პაციენტი და ორივე მათგანი საკარანტინო სივრცეში გადავა. გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს რაც შეეხება, მათ ახალ კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებიათ, რადგან არ იყო შესაბამისი ჩვენება. გუშინ ჩაუტარდა მხოლოდ შვიდ ადამიანს, მათ, ვისაც აღენიშნებოდათ ცხელება, თუმცა ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. დღეს კიდევ ჩაუტარდება ტესტი სამს. ვისაც უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა, ნაწილი დარჩება კლინიკაში, რადგან ცხელება აქვთ, ნაწილი კი, გადავლენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

დაინფიცირებულ პაციენტებზე დეტალური ინფორმაცია აღარ გაიცემა: ეზუგბაია
მეორე პაციენტი, რომლის გაწერას დღეს ვარაუდობდნენ, ისევ კლინიკაში რჩება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები