Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა: ერთი გამოჯანმრთელებული დღეს გაეწერება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა: ერთი გამოჯანმრთელებული დღეს გაეწერება

92
ტგრტ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ლევან გოფოძის განმარტებით, პაციენტი ამ დროისათვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი უკვე სამი დღეა არ მიუღია, დღეს კი კლინიკიდან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

„ამჟამად კლინიკაში 64 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. აქედან კოვიდინფიცირებულია 38. დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას.
ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულ მდგომარეობაშია. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეტ-ნაკლები სირთულით. ხუთ პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა სუნთქვის პარამეტრები მოშლილი არ არის და მართვით სუნთქვას არ საჭიროებენ. ზოგიერთ მათგანს ჟანგბადის მხარდაჭერაც არ სჭირდება. დღეს გაიტესტა კიდევ რვა პაციენტი. რეტესტირება ჩაუტარდება კიდევ ხუთ პაციენტს. აქედან სამს აქვს მეორადი რეტესტი“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები